ახალი ამბები

ამბროლაურში კაცის გაგუდვის საქმეზე 2 პირს ბრალი წარედგინა – პროკურატურა

23 აგვისტო, 2020 • 931
ამბროლაურში კაცის გაგუდვის საქმეზე 2 პირს ბრალი წარედგინა – პროკურატურა

პროკურატურა აცხადებს, რომ ამბროლაურის რაიონის სოფელ აგარაში ჯგუფურად ჩადენილი განზრახ მკვლელობის საქმეზე ორ ადამიანს, ი.ქ.-ს და ვ.ს.-ს ბრალდება წარუდგინეს.

გამოძიების ვერსიით, 22 აგვისტოს, ღამის საათებში, ამბროლაურის რაიონის სოფელ აგარაში მომხდარი შელაპარაკებისა და ფიზიკური დაპირისპირების დროს, ი.ქ.-მ და ვ.ს.-მ ჯგუფურად,  გაგუდვით მოკლეს ლ.ა..

ბრალდებულები ცხელ კვალზე იმავე დღეს დააკავეს. 23 აგვისტოს მათ ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით (განზრახ მკვლელობა ჯგუფურად) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 13-დან 17 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

საგამოძიები უწყების ცნობითვე, პროკურატურამ ბრალდებულებისათვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების თაობაზე ქუთაისის საქალაქო სასამართლოს უკვე მიმართა.

ამბროლაურში მკვლელობა მოხდა, დაკავებულია 2 პირი

მასალების გადაბეჭდვის წესი

საქართველოში აპირებდნენ კანონის მიღებას „უცხოური გავლენის აგენტების“ შესახებ. მსგავსმა კანონმა პუტინის რუსეთში ფაქტობრივად გააქრო კრიტიკული მედია და სამოქალაქო სექტორი.

ამ კანონის მიზანი იყო საქართველოში მოქმედი იმ მედია ორგანიზაციების “გაშავება”, რომლებიც აკრიტიკებენ ხელისუფლებას.