ახალი ამბები

ამბროლაურში მკვლელობა მოხდა, დაკავებულია 2 პირი

22 აგვისტო, 2020 • 1362
ამბროლაურში მკვლელობა მოხდა, დაკავებულია 2 პირი

დღეს, 22 აგვისტოს ამბროლაურის მუნიციპალიტეტში მკვლელობა მოხდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დამამძიმებელ გარემოებაში ჯგუფურად ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით, პოლიცია ცხელ კვალზე 2001 წელს დაბადებული 2 პირი – ვ.ს. და ი.ქ. – დააკავა.

გამოძიბის ვერსიით, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში, არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფ ბრალდებულებს და 1990 წელს დაბადებულ ლ.ა.-ს შორის სიტყვიერი შელაპარაკება მოხდა, რაც ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა. ლ.ა. დაპირისპირების დროს მიღებული დაზიანებებით შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა.

შსს-ს ცნობით, დაკავებულები ბრალს აღიარებენ. მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები.

დამამძიმებელ გარემოებაში ჯგუფურად ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ე” ქვეპუნქტით მიმდინარეობს. დანაშაული 13-დან 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი