ახალი ამბები

მაჰათმა განდის სათვალე £260 000-ად გაიყიდა

23 აგვისტო, 2020 • 1056
მაჰათმა განდის სათვალე £260 000-ად გაიყიდა

სათვალე, რომელიც მაჰათმა განდის ეკეთა, ბრიტანეთში აუქციოზე 260 000 გირვანქა სტერლინგად გაიყიდა.

როგორც „გარდიანი“ წერს, სათვალე ოთხი კვირის წინ ბრისტოლის აუქციონის საფოსტო ყუთში დატოვეს.

„სათვალე ოთხი კვირის წინ ვიპოვეთ საფოსტო ყუთში. ის დაგვიტოვა კაცმა, რომლის ბიძასაც თავად განდიმ გადასცა ეს სათვალე“, – წერს აუქციონი ინსტაგრამზე.

როგორც გამოცემა წერს, განდი ხშირად გადასცემდა ხოლმე სათვალეებს ადამიანებს, ვისაც დახმარება სჭირდებოდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი