ახალი ამბები

თბილისში მაჰათმა განდის ძეგლს სათვალე მოპარეს – კალაძე

4 აგვისტო, 2021 • 1451
თბილისში მაჰათმა განდის ძეგლს სათვალე მოპარეს – კალაძე

თბილისის მერის, კახა კალაძის თქმით,  გასულ თვეში ვარკეთილში დადგმულ მაჰათმა განდის ძეგლს სათვალე მოპარეს. ამის შესახებ კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

“როგორც იცით, 10 ივლისს ვარკეთილში მდებარე სკვერში ინდოეთის სახელმწიფო მოღვაწის, მაჰათმა განდის ძეგლი გაიხსნა და უნდა გითხრათ, რომ სამწუხაროდ, ძეგლი უკვე დაზიანებულია, კერძოდ, მოხსნილია სათვალე. ძეგლს მოპარეს სათვალე, არ ვიცი, რა უნდა ვთქვა ამაზე. რა თქმა უნდა, არის სხვა ფაქტებიც, არ დავიწყებ მათ ჩამოთვლას, მაგრამ ძალიან სამწუხაროა ეს ყველაფერი. რთულია ამ ყველაფრის შეფასება და კიდევ უფრო რთულია იმის გააზრება, რომ ხშირად ვანდალიზმის ჩამდენი პირები არიან მოზარდები და მათ აგრესიულ ქცევას, ვანდალიზმს მშვიდად ადევნებენ თვალყურს უფროსები”, – განაცხადა კალაძემ.

მაჰათმა განდის ძეგლი თბილისში გაიხსნა ინდოეთის საგარეო საქმეთა მინისტრის საქართველოში ვიზიტის ფარგლებში. ძეგლის გახსნა განდის 150 წლის იუბილეს მიეძღვნა. ძეგლი ინდოეთმა საქართველოს საჩუქრად გადასცა.

მასალების გადაბეჭდვის წესი