ახალი ამბებირეკლამა

საუკეთესო დოკუმენტური პროექტები Silk TV კინოკატალოგშია

17 აგვისტო, 2020 • 1299
საუკეთესო დოკუმენტური პროექტები Silk TV კინოკატალოგშია

სატელევიზიო სერვისის SilkTV ანალოგი ინტერნეტში რამდენიმე წლის წინ გამოჩნდა. აპლიკაციით Silk Go ქართულ და უცხოურ არხებს და ექსკლუზიურ „სილქ სპორტ“ პროგრამას ნებისმიერ მობილურ მოწყობილობაზე თვალს ადევნებს მაყურებელი. აპლიკაცია ახლახანს განახლდა და დაემატა ვიდეოთეკის განყოფილება, სადაც განთავსებულია საუკეთესო კინოკლასიკა, ასევე Disney-ს საბავშვო ფილმების კოლექცია. ხოლო კინოკატალოგში Amediateka, სტუდიების: HBO, Showtime, Starz, FOX, CBS, ABC Studios, Sony, BBC სერიალების პრემიერებს და ახალ ეპიზოდებს, გვთავაზობს.

მათ ვისაც არ სურს ტელევიზორი დააკავოს, ან უბრალოდ სურვილი აქვს განმარტოვდეს ლეპტოპით, პედით, მობილურით, შეუძლია SilkGO გაიაქტიუროს ნებისმიერ მოწყობილობაზე. აქციის ფარგლებში აპლიკაციით სარგებლობა უფასოა.

უამრავი საინტერსო სერიალის ფონზე დოკუმენტური ჟანრი თითქოს მიავიწყდა მაყურებელს. თუმცა, კინოკატალოგი Amediateka ძალიან ხარისხიან დოკუმენტურ პროექტებს უყრის თავს. სილქნეტმა 5 ფილმი შეარჩია, რომელიც საინტერესო, ცნობად ადამიანებზე მოგვითხრობს, საყურადღებო პრობლემატიკაზე გვიშლის თემას.

[checklist]

  • რალფ ლორენი/Very RalphHBO 2019

[/checklist]

მოდის სამყაროში წარმატებული ბრენდის ერთი ფურცელი რალფ ლორენს უკავშირდება. დიზაინერი გულწრფელად ყვება ბავშვობაზე, ოჯახზე, ქორწინებაზე, საკუთარ იმპერიაზე, სარეკლამო კამპანიებზე, როგორ რეაგირებდა კრიტიკაზე. ფილმში იშვიათი კადრებია მოხვედრილი პირადი არქივიდან. სად თუ არა კინოდოკუმენტალისტიკაში გადაეყრებით და მოისმენთ რეალურ ისტორიებს და შეფასებებს ცნობილი ადამიანებისგან, რომლებმაც ნახევარი საუკუნე ერთად განვლეს.

[checklist]

  • ჯეინ ფონდა/Jane Fonda in Five ActsHBO 2018

[/checklist]

ჰოლივუდის ვარსკვლავი, ოსკაროსანი სექს-სიმბოლო, აერობიკის დედოფალი, პოლიტიკური აქტივისტი და ფილანტროპი ძალიან საინტერესო ცხოვრებაზე თავად გვიამბობს. რა დგას წარმატების უკან? რა შრომაა ჩადებული და რა ბარიერებს აწყდება ეს საინტერესო ქალი, რომელმაც მთელი ეპოქა შექმნა. სამი ქორწინება, სამი განქორწინება, დედის თვითმკვლელობა – არც ისე დალხენილი ცხოვრება ჰქონია ვარსკვლავს. ფილმში მისი უახლოესი მეგობრები, ასევე ცნობილი სახეები ჩნდებიან.  ოჯახურ არქივში შემონახული კადრები კი ამ ფილმის მთავარი მარგალიტია.

[checklist]

  • შოუ-ბიზნესის ბავშვები/Showbiz kidsHBO 2020

[/checklist]

ისევ ჰოლივუდი.. ყოველწლიურად აქ 20 000 ბავშვი გადის სინჯს, თუმცა მხოლოდ 5% ხვდება გადასაღებ მოედანზე. უმეტეს შემთხვევაში ამას ტრაგიკულად აღიქვამს მოზარდი. როგორ მიიღწევა წარმატება, რა გზებს გადიან პატარები – მილა იოვოვიჩი, ევან რეიჩელ ვუდი, კამერონ ბოისი და სხვები მაყურებელს გულწრფელად მოუთხრობენ ამ რთულ პერიოდზე.

[checklist]

  • სიშიშვლე/NudeStarz 2017

[/checklist]

სიშიშვლეს ცნობილი ფოტოგრაფი დევიდ ბელმერი ხელოვნების ნიმუშად აქცევს და მთელი მსოფლიოს მოდელებს უყრის თავს ყოველწლიურად კალენდრებზე. თითოეულ მოდელს ინდივიდუალობა და ხიბლი აქვს, ამის დაჭერას ცდილობს ავტორი „ნიუს“ კოლექციებში. ამ საინტერესო პროცესის თვალის მიდევნება ფართო აუდიტორიისთვის მხოლოდ ამ ფილმით გახდა შესაძლებელი.

[checklist]

  • ტროელი ქალები/Women of TroyHBO 2020

[/checklist]

ქალთა კალათბურთის ნაკრები შრომისმოყვარე, ნიჭიერი, მიზანდასახული სპორტსმენებისგან შეიქმნა. სამხრეთ კალიფორნიის უნივერსიტეტის გუნდმა მიზანი დაისახა და ეროვნული პირველობაც მოიპოვა. ფილმში ემოცია უხვადაა და თეთრ სახლში გამართული მიღება მათ შორის ყველაზე ემოციურია.

ზაფხული გრძელდება. სილქნეტის კინოკატალოგში ყოველთვის მოიძებნება ისეთი ფილმი თუ სერიალი, რომელიც საინტერესო იქნება მაყურებლისთვის. კინოკატალოგი Amediateka ერთნაირად მოსახერხებელია როგორც SilkTV-ის ეთერით, ისე SilkGo-ს აპლიკაციით. კატალოგის ინტერფეისი  განყოფილებად არის დაყოფილი, სერიალები-ჟანრებად. ამასთან გააჩნია ფუნქცია დაიმახსოვროს-სად გაჩერდა მაყურებელი.

… და პასუხი კითხვაზე „რა არის ახალი?“ ეძებეთ კინოკატალოგში Amediateka და SilkTV-ის ვიდეოთეკაში.

აქციის ფარგლებში სატელევიზიო პლატფორმა წლის ბოლომდე უფასოდ არის ხელმისაწვდომი აპლიკაციაზე:

?iOS: apple.co/2IeCcoK
?Android: bit.ly/38nhKg3

მასალების გადაბეჭდვის წესი