ახალი ამბები

ახალ ზელანდიაში არჩევნები კორონავირუსის გამო გადაიდო

17 აგვისტო, 2020 • 835
ახალ ზელანდიაში არჩევნები კორონავირუსის გამო გადაიდო

ახალი ზელანდიის პრემიერ-მინისტრის, ჯასინდა არდერნის გადაწყვეტილებით, ქვეყანაში დაფიქსირებული კორონავირუსის ახალი შემთხვევების გამო არჩევნები ერთი თვით გადაიდო. ინფორმაციას ამის შესახებ BBC ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, ახალ ზელანდიაში არჩევნები 19 სექტემბერს უნდა ჩატარებულიყო, თუმცა ამ თარიღმა 17 ოქტომბრამდე გადაიწია.

არჩევნების გადადებას წინ უძღოდა ქვეყნის ყველაზე დიდი ქალაქის, ოკლენდის საკარანტინო ზონად გამოცხადება, რომლის კლასტერთანაც ამ დროისთვის 58 ადამიანია დაკავშირებული.

არდერნის ცნობით, ქვეყანაში კორონავირუსის ახალი აფეთქების ფონზე არჩევნების თარიღის გადაწევა პოლიტიკურ პარტიებს მისცემს საშუალებას, აწარმოონ საარჩევნო კამპანიები, ხოლო საარჩევნო კომისიას მიეცემა საკმარისი დრო, რომ მოემზადონ არჩევნების ჩასატარებლად. ამასთან, არდერნმა განაცხადა, რომ მას არ აქვს არჩევნების კიდევ უფრო გადაწევის გეგმა.

არჩევნების თარიღის გადაწევის შესახებ განცხადება გააკეთეს ახალი ზელანდიის ოპოზიციური  “ნაციონალური პარტიის” წარმომადგენლებმაც – მათი თქმით, არჩევნები უნდა გადადებულიყო, რადგანაც შეზღუდვების პირობებში  არდერნს უსამართლო უპირატესობა ექნებოდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი