ახალი ამბები

ახალ ზელანდიაში ყველანაირ შეზღუდვას ხსნიან

8 ივნისი, 2020 • 1034
ახალ ზელანდიაში ყველანაირ შეზღუდვას ხსნიან

ახალი ზელანდიის პრემიერ-მინისტრის, ჯასინდა არდერნის თქმით, ქვეყანაში კორონავირუსული ინფექციის შიდა გადაცემის ყველა ჯაჭვი განადგურებულია და მოიხსნება ქამდე დაწესებული ყველა შეზღუდვა, გარდა საზღვრების კონტროლისა, წერს „როიტერსი“.

საზოგადოებრივი თუ კერძო ღონისძიებები, საზოგადოებრივი ტრანსპორტიც და ა.შ. ფიზიკური დისტანცირების ნორმების გარეშეც შეძლებს მუშაობის გაგრძელებას.

„მართალია, საქმე დასრულებული არაა, ვერ უარვყოფთ, რომ ეს მნიშვნელოვანი დღეა… მადლობა, ახალო ზელანდიავ“, — განაცხადა არდერნმა.

„დარწმუნებული ვართ, ვირუსის გადაცემა ახალ ზელანდიაში განადგურებულია“, — აღნიშნა მან.

აქამდე, დიდი ხნის განმავლობაში, ახალ ზელანდიაში მკაცრი კარანტინი მოქმედებდა, რომელიც 75 დღე გაგრძელდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი