ახალი ამბები

მესტიიდან საკარანტინო ზონებში 919 ადამაინი გადავიყვანეთ – გახარია

12 აგვისტო, 2020 • 1086
მესტიიდან საკარანტინო ზონებში 919 ადამაინი გადავიყვანეთ – გახარია

საქართველოს პრემიერი, გიორგი გახარია ამბობს, რომ მესტიიდან საკარანტინო სივრცეებში 919 მოქალაქე გადაიყვანეს. სვანეთში კორონავირუსის შემთხვევების მატების გამო რამდენიმე დღეა, რაც სპეციალური შეზღუდვები დაწესდა.

გახარიამ მთავრობის დღევანდელ ბრიფინგზე თქვა, რომ მესტიიდან დღეს 1000 ტესტის პასუხი გახდება ცნობილი.

„1000 ტესტია ჩამოტანილი, რომლის პასუხებიც ჯერ არ ვიცით, თუმცა ამ 1000 ნიმუშის გარეშე ინფიცირების 14 შემთხვევა გვაქვს. დღის ბოლომდე გვეცოდინება ამ 1000 ტესტის შედეგები და გვექნება საბოლოო სურათი, რა ხდება სვანეთში“, – ამბობს გახარია და ამატებს, რომ შემთხვევების მატების ფონზე მოქალაქეებმა ყურადღება და სიფრთხილე უნდა გამოიჩინონ.

რაც შეეხება საკარანტინო ზონებში, გახარიას ინფორმაციით, გუშინ სვანეთიდან საკარაინტინო ზონებში 919 მოქალაქე გადაიყვანეს, სულ კი საკარანტინო სივრცეებში, დღეის მონაცემებით, 7700 ადამიანი იმყოფება.

მთავრობის მეთაურის თქმით, გუშინ სვანეთიდან 919 მოქალაქე იყო გადაყვანილი საკარანტინო ზონებში. პრემიერ-მინისტრმა შესაბამის უწყებებს მოუწოდა, საკარანტინო სივრცეების მართვის ეფექტურობა უზრუნველყონ.

„მიუხედავად იმისა, რომ შესაბამისი უწყებები, ეკონომიკის სამინისტრო და ტურიზმის სააგენტო ყველაფერს აკეთებს, აქ უკვე საკმაოდ დაძაბული სიტუაციაა. ჩვენი მოქალაქეების დაბრუნების რაოდენობის ზრდიდან გამომდინარე, თუმცა ყველაფერი უნდა  გავაკეთოთ იმისთვის, რომ საკარანტინო სივრცეების მართვა იყოს ეფექტური. ეს არის ვირუსთან ბრძოლის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილი. ამიტომ, შესაბამისმა უწყებებმა ყურადღება მიაქციეთ იმას, როგორ ვმართავთ ამ საკარანტინო სივრცეებს“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.


კორონავირუსის შემთხვევების მატების გამო მესტიის მუნიციპალიტეტი 10 აგვისტოს ჩაიკეტა. მუნიციპალიტეტში შესვლა მხოლოდ ადგილობრივებს შეეძლებათ, თუმცა, ტერიტორიის დასატოვებლად აუცილებელი იქნება 14-დღიანი კარანტინის გავლა.

წაიკითხეთ ვრცლად:

მესტიის მუნიციპალიტეტი იკეტება

მასალების გადაბეჭდვის წესი