ახალი ამბები

12 აგვისტო: კორონავირუსის  14  ახალი შემთხვევა გამოვლინდა 

12 აგვისტო, 2020 • 1363
12 აგვისტო: კორონავირუსის  14  ახალი შემთხვევა გამოვლინდა 

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 14 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა კიდევ 4 პაციენტი.

ჯერჯერობით უცნობია, ახალი შემთხვევები რომელ კლასტერებს უკავშირდება.

მთავრობის ოფიციალური საიტის, stopcov.ge-ს თანახმად, 12 აგვისტოს საქართველოში კორონავირუსის 1264 შემთხვევა გამოვლინდა, რომელთაგან 1058 გამოჯანმრთელდა, ხოლო 17 გარდაიცვალა.

10 აგვისტოს სვანეთში გამოვლენილი შემთხვევების გამო, მთავრობის გადაწყვეტილებით, სრულად ჩაიკეტა მესტიის მუნიციპალიტეტი და საკარანტინო წესები შემოიღეს. სვანეთში ჩარჩენილ ტურისტები, დატოვების შემთხვევაში, სავალდებულო კარანტინს გაივლიან. 

მასალების გადაბეჭდვის წესი