ახალი ამბებისაზოგადოება

ჯაბა სამუშია რუსთაველის  სამეცნიერო ფონდის გენერალური დირექტორი გახდა

11 აგვისტო, 2020 • 2823
ჯაბა სამუშია რუსთაველის  სამეცნიერო ფონდის გენერალური დირექტორი გახდა

თბილისის საკრებულოს ყოფილი წევრი ჯაბა სამუშია რუსთაველის  სამეცნიერო ფონდის გენერალური დირექტორი გახდა.

რუსთაველის სამეცნიერო ფონდის ინფორმაციით, მან საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ გამოცხადებულ კონკურსში გაიმარჯვა.

 ფონდის ახალი გენერალური დირექტორის თქმით, “რუსთაველის ფონდი ჭეშმარიტი მეცნიერების, სამეცნიერო აზრის სამსახურში იქნება.”

 ჯაბა სამუშია შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალური დირექტორის მოადგილის თანამდებობას 2018 წლიდან დღემდე იკავებდა.  მანამდე იყო თბილისის საკრებულოს წევრი, თავმჯდომარის მოადგილე “ქართული ოცნებიდან”. 

შოთა რუსთაველის  ეროვნული სამეცნიერო ფონდის ინფორმაციით, “ჯაბა სამუშია ისტორიის მეცნიერებათა აკადემიური დოქტორი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სრული პროფესორი; ჟურნალ “ისტორიანის” მთავარი რედაქტორი; ტორუნის (პოლონეთის რესპუბლიკა) აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტის (Institutum Orientalium) ჟურნალის – „Studia Orientalne” სამეცნიერო საბჭოს წევრია. ვარშავის უნივერსიტეტის (The University of Warsaw) უმაღლესი ჯილდოს – საუნივერსიტეტო მედლის მფლობელი. არის 200-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომის, მათ შორის, 25 წიგნის, სასკოლო სახელმძღვანელოებისა და სალექციო კურსების ავტორი.”


ავტორი: ნინი შველიძე

მასალების გადაბეჭდვის წესი