11 აგვისტოს მონაცემებით მსოფლიოში კორონავირუსის 216 302 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა ბოლო 24 საათის განმავლობაში. ჯამში კი, მსოფლიოში  20 092 855 დადასტურებულია შემთხვევაა. 

ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებით, იანვრიდან დღემდე Covid-19-ით გარდაიცვალა 736 254 ადამიანი. ყველაზე მეტი ამერიკის შეერთებულ შტატებში – 163 465.  შემდეგ მოდის ბრაზილია 101 752 გარდაცვლილით, მექსიკაში კი ვირუსს 53 003 ემსხვერპლა.

კორონავირუსის ეპიცენტრი ამერიკის კონტინეტია. 10 ყველაზე ინფიცირებული ქვეყნიდან 6 ამერიკიდანაა.

ინფოცორების სტატისტიკა ქვეყნების მიხედვით ასეთია:

  • აშშ-  5 094 565
  • ბრაზილია – 3 057 470
  •  რუსეთი – 890 799,
  • სამხრეთ აფრიკა-   563 598

ყველაზე ინფიცირებულ ქვეყნებში ასევე შედის მექსიკა, პერუ, კოლუმბია და ჩილე, სადაც, ჯამში, 1 741 636 შემთხვევა ფიქსირდება.

მსოფლიო სტატისტიკის თანახმად, კორონავირუსისგან განიკურნა 12 350 879 ადამიანი.


ავტორი: თორნიკე დევიძე