ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

აზერბაიჯანში პოლიტპატიმართა რიცხვი 37-ით გაიზარდა

7 აგვისტო, 2020 • 1246
აზერბაიჯანში პოლიტპატიმართა რიცხვი 37-ით გაიზარდა

აზერბაიჯანში პოლიტპატიმართა რიცხვი 37-ით გაიზარდა და მათმა რიცხვმა 192 შეადგინა. ნათქვამია ორგანიზაციის “აზერბაიჯანის პოლიტიპატიმართა თავისუფლებისთვის” განცხადებაში. ორგანიზაცია პოლიტპატიმარის სტატუსის მინიჭებისას ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ( PACE)  მიერ დაწესებული კრიტერიუმებით ხელმძღვანელობს.

37-დან 36 მოქალაქე პოლიტიკური ნიშნით ბაქოში 15 ივლისის აქციის დროსაა დაპატიმრებული, ერთი პოლიტიკური მოტივით დაპატიმრებული კი აზერბაიჯანი ყოფილი თავდაცვის მინისტრი, რაგიმ გაზიევია.

აზერბაიჯანის თავდაცვის ყოფილი მინისტრი “ანტისახელმწიფოებრივი მოწოდებების” ბრალდებით დააკავეს

15 ივლისს არასანქცირებული მიტინგი გაიმართა ბაქოში ომის მოწოდებებით, რა დროსაც აქტივისტთა ნაწილი პარლამენტში შეიჭრა. პოლიციასა და მომიტინგეებს შორის დაპირისპირების დროს პოლიციამ აქტივისტები დააკავა. მათი უმრავლესობა ოპოზიციური პარტია “სახალხო ფრონტის” წარმომადგენელი იყო. 

“ასზე მეტი ადამიანი, რომელთა უმრავლესობა ოპოზიციის ლიდერი და აქტივისტია, დაკავებული და დაპატიმრებულია 15 ივლისის მიტინგთან დაკავშირებული პოლიტიკურად მოტივირებული ბრალდებებით”, – ნათქვამია ორგანიზაცია Amnesty International-ის განცხადებაში.

“საკარანტინო რეჟიმის დარღვევა” – დაკავებების ახალი საბაბი აზერბაიჯანში

თანამედროვე აზერბაიჯანის ხელისუფლება სხვადასხვა ბრალდებით [მათ შორის ნარკოტიკების გავრცელების, თაღლითობის, გადასახადებისგან თავის არიდების და ა.შ.], განსხვავებული აზრის, კრიტიკისა და ხელისუფლებისადმი არალოიალური განწყობების გამო ჟურნალისტებს, პოლიტიკოსებსა და ხელოვნების სფეროს წარმომადგენლებს დევნის.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი