აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში მოქალაქის მიერ Covid-19-ის ეპიდემიის წინააღმდეგ დაწესებული საკარანტინე წესების დარღვევის შემდეგ სპეცრაზმმა რამდენიმე ადამიანი დააკავა.
შემთხვევა 7 ივნისს მოხდა ბაქოს იასამალის რაიონში. სოციალურ ქსელში გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ კორპუსთან ათობით პოლიციელია მობილიზებული, მათ ნაწილს კი ბინიდან გამოჰყავს დაკავებული მოქალაქეები.
8 ივნისს აზერბაიჯანის შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ დააკავეს კიდევ 11 მოქალაქე, რომლებიც აღნიშნული პირის დაკავებისას „სხვადასხვა ობიექტს ესროდნენ სამართალდამცავებს“.
ბოლო მონაცემებით, აზერბაიჯანში Covid-19-ით ინფიცირების 7553 შემთხვევაა დადასტურებული. გარდაიცვალა 88 ადამიანი, გამოჯანმრთელდა 4149, დანარჩენი 3316 პაციენტი კი მკურნალობას აგრძელებს.