ახალი ამბები

ზურაბიშვილი მადლობას იხდის აგვისტოს ომზე მხარდამჭერი განცხადებებისთვის

7 აგვისტო, 2020 • 707
ზურაბიშვილი მადლობას იხდის აგვისტოს ომზე მხარდამჭერი განცხადებებისთვის

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მადლობას უხდის იმ ქვეყნებს, ვინც გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე საქართველოს მხარდამჭერი განცხადება გააკეთა და ასევე მათ, ვინც ტვიტერზე გამოეხმაურა 2008 წლის ომის წლისთავს.

„მინდა გამოვეხმაურო ჩვენს მეგობრებს, ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორს, ყველა იმ ქვეყანას, ვინც მიიღო განცხადება გაეროში ან ცალკე, ტვიტერზე გამოგვეხმაურა, ვისაც არ ავიწყდება 2008 წლის ომი, ვისაც არ ავიწყდება ოკუპირებული ტერიტორიები. მადლობა უნდა ყველას ვუთხრათ ამისთვის“, – აცხადებს პრეზიდენტი 7 ივლისს გავრცელებულ ვიდეომიმართვაში.

„ეს არის იმის ნიშანი, რომ არა მხოლოდ ჩვენ, არამედ მსოფლიო არ არის შეგუებული და მსოფლიო დგას საქართველოს გვერდით. და ეს ნიშნავს, რომ ჩვენ გვაქვს კიდევ უფრო დიდი პასუხისმგებლობა, რომ მოვძებნოთ ის გზები, რომელიც გააერთიანებს საქართველოს და რომელიც გადაიტანს ამ ყველაფერს ისტორიის ფურცლებზე“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

ნახეთ ასევე:

გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე საქართველოს მხარდამჭერი განცხადება გაკეთდა

მასალების გადაბეჭდვის წესი