ახალი ამბები

ბექა ნათელაშვილი მცხეთა-მთიანეთში “ლეიბორისტების” დეპუტატობის კანდიდატი იქნება

7 აგვისტო, 2020 • 2121
ბექა ნათელაშვილი მცხეთა-მთიანეთში “ლეიბორისტების” დეპუტატობის კანდიდატი იქნება

ბექა ნათელაშვილი მცხეთა-მთიანეთში “ლეიბორისტული პარტიის” მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი იქნება. საკუთარი კანდიდატურა მან მცხეთაში დღეს, 7 აგვისტოს, თავად წარადგინა.

“ეს ის ადგილია, სადაც ერთი წლის წინ ხელისუფლების ზონდერბრიგადები დაგვიპირისპირდნენ და სწორედ ამ ადგილიდან მე მინდა,  მცხეთა-მთიანეთში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად საკუთარი თავი წარვადგინო და სწორედ ამ ახალგაზრდებთან ერთად შემოვიარო თიოეული სოფელი, თითოეული ქალაქი და აქ მცხოვრებ ადამიანებს ვუთხრა, რომ ჯერ კიდევ არსებობს იმედი, ქვეყნიდან გაქცევა არ არის გამოსავალი, სოფლების დაცლა, სკოლების დახურვა არ არის გამოსავალი”, — განაცხადა ნათელაშვილმა.

ბექა ნათელაშვილი “ლეიბორისტული პარტიის” თავმჯდომარის, შალვა ნათელაშვილის შვილი და ასევე, მოძრაობა “გაბედეს” აქტივისტია.

მასალების გადაბეჭდვის წესი