საქართველოში კინოთეატრების გახსნის დრო ამ დრომდე უცნობია. Covid-19-ის პანდემიის მიზეზით უკვე 4 თვეა, რაც ქვეყანაში კინოთეატრები დროებით დაიხურა.
გახსნის ზუსტ დროს ვერ ასახელებენ კინოთეატრების წარმომადგენლები. კინოთეატრ Cavea-ს მარკეტინგის დირექტორის, სალომე კუპრაშვილის თქმით, კინოთეატრების გახსნის მოლოდინი აგვისტოს დასაწყისში ჰქონდათ, თუმცა იმედოვნებენ, რომ კინოთეატრების გახსნა აგვისტოს ბოლოს მაინც მოხერხდება. მისი თქმით, კინოთეატრის გახსნა დამოკიდებული იქნება რეგულაციებს შემსუბუქებასა და კრისტოფერ ნოლანის ფილმის, “ტენეტის” პრემიერაზე.
ამ დრომდე მაყურებელს იღებს მხოლოდ “კავეას” ღია, Drive-in კინოთეატრი, რომელიც საქართველოში პირველად, პამდემიის პირობებში, ლისზე, ახალი იპოდრომის ტერიტორიაზე გაიხსნა.
Screendaily-ის ინფორმაციით, კინოთეატრები ჯანდაცვის მსოფლიო რეკომენდაციების გათვალისწინებით მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში ეტაპობრივად იხსნება. კინოთეატრები გაიხსნა: აპრილში- სამხრეთ კორეაში, მაისში- ჩეხეთში, ავსტრიაში, ნორვეგიაში, ლატვიასა და ლიეტუვაში, ივნისში- იტალიაში, საფრანგეთსა და საბერძნეთში, ივლისის თვეში კი- თურქეთში, რუსეთსა და უკრაინაში.