ახალი ამბები

აფეთქების შედეგად უსახლკაროდ 300 000 ადამიანი დარჩა: ბეირუთის გუბერნატორი

5 აგვისტო, 2020 • 1241
აფეთქების შედეგად უსახლკაროდ 300 000 ადამიანი დარჩა: ბეირუთის გუბერნატორი

ბეირუთში მომხდარი ძლიერი აფეთქების შედეგად 300 000 ადამიანი უსახლკაროდ დარჩა. ამის შესახებ ლიბანის გუბერნატორმა, მარვან აბბუდმა განაცხადა. 4 აგვისტოს ტრაგედიის შედეგად დაღუპულთა და დაშავებულთა რიცხვი პერიოდულად იზრდება.

გუბერნატორის თქმით, მთავრობა უსახლკაროდ დარჩენილთათვის საკვებისა და თავშესაფრის მოძიებას ცდილობს. მან აფეთქებას ეროვნული კატასტროფა უწოდა.

ბოლო მონაცემებით, ბეირუთში მომხდარი აფეთქების შედეგად 100 ადამიანია გარდაცვლილი, დაშავებულია 4 000. ქვეყანაში 3-დღიანი გლოვა გამოცხადდა. ამასთან, პრეზიდენტმა მიშელ აუნმა დღეისათვის მთავრობის სხდომა ჩანიშნა, სადაც 2-კვირიანი საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებაზე იმსჯელებენ.

მომხდარის უშუალო მიზეზი უცნობია, თუმცა ქვეყნის პრეზიდენტის მიერ გაცხადებული ფაქტია, რომ შენობაში, საიდანაც ტრაგედია დაიწყო, 2 750 ტონა ამონიუმის ნიტრატი ინახებოდა. მძლავრი ასაფეთქებელი ნივთიერება ქალაქის პორტთან და დასახლებულ პუნქტებთან ახლოს 6 წლის მანძილზე იყო განთავსებული უსაფრთხოების ნორმების დაცვის გარეშე.

ათობით დაღუპული, ათასობით დაშავებული – ბეირუთი აფეთქების შემდეგ

მასალების გადაბეჭდვის წესი