ახალი ამბებისაზოგადოება

გიორგი შარვაშიძე თსუ-ს რექტორად მეორე ვადით აირჩიეს

4 აგვისტო, 2020 • 2870
გიორგი შარვაშიძე თსუ-ს რექტორად მეორე ვადით აირჩიეს

გიორგი შარვაშიძე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორად მეორე ვადით აირჩიეს. შარვაშიძეს მხარი დაუჭირა აკადემიური საბჭოს 32-მა წევრმა.

თავდაპირველად არჩევნებში მონაწილეობდა სამი კანდიდატი: გიორგი შარვაშიძე, ცირა ბარამიძე და გიორგი ბარამიძე . თუმცა გიორგი ბარამიძემ დღეს, არჩევნების მიმდინარეობისას, საკუთარი კანდიდატურა მოხსნა. მისი თქმით, აკადემიური საბჭოსთვის თავისი ხედვების გაცნობა ვერ შეძლო, რადგან Zoom-ში გასაუბრების დროს მისი ხმა არ ისმოდა.

თსუს-ს რექტორის თანამდებობას გიორგი შარვაშიძე 2016 წლიდან იკავებს.

მიმდინარე წლის იანვარში მოქმედი რექტორი გიორგი შარვაშიძე პლაგიატში დაადანაშაულეს.

პლაგიატი თუ ტექნიკური ხარვეზი? – რექტორის სადავო დისერტაცია

მასალების გადაბეჭდვის წესი