ახალი ამბები

სახლში დაბრუნების დროა – ექიმი კალოიანი აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნებში იყრის კენჭს

4 აგვისტო, 2020 • 1589
სახლში დაბრუნების დროა – ექიმი კალოიანი აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნებში იყრის კენჭს

ცნობილი ექიმი ვახტანგ კალოიანი პოლიტიკაში მიდის – 3 აგვისტოს ცნობილი გახდა, რომ ის აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩვენებში “ევროპული საქართველოს” მაჟორიტარობის კანდიდატი იქნება ბათუმის ოლქში. 

აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნები 2020 წლის ოქტომბერში უნდა გაიმართოს საპარლამენტო არჩევნებთან ერთად. 

“მივიღე გადაწყვეტილება ჩავერთო აქტიურ  პოლიტიკაში.  პატივია ვიყო ევროპული საქართველოს, ყველაზე კვალიფიციური და პატრიოტული ჯგუფის წევრი.  ეს გადაწყვეტილება არ არის სპონტანური და მას ზუსტად ისეთივე პასუხისმგებლობით ვუდგები, როგორც მედიცინას.  ის  გამოცდილება და ცოდნა  რაც დავაგროვე, იმედია გამოადგება ჩემს მშობლიურ ქალაქს. 

სახლში დაბრუნების დროა.  პრაქტიკულ მედიცინასთან კავშირს, რა თქმა უნდა, არ ვწყვეტ”, – წერს კალოიანი ფეისბუქის გვერდზე. 

ის “ნიუ ჰოსპიიტალსის” კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტის ხელმძღვანელია და ფართო საზოგადოებამ გაიცნო კოვიდ 19-ის პანდემიის დროს, როცა სხვადასხვა ტელეეთერით ახალი ვირუსის შესახებ საუბრობდა და ხელისუფლებას ხშირად აკრიტიკებდა. 

თავიდან ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ის იქნებოდა “ევროპული საქართველოს” მაჟორიტარობის კანდიდატი ბათუმში საპარლამენტო არჩევნებში, თუმცა ამ ოლქში პარტიას კანდიდატი ჯერ არ დაუსახელებია. 

მასალების გადაბეჭდვის წესი