ახალი ამბები

5-6 თვის წინ მამამისს სთხოვა, ელექტროშოკი მიშოვეო – ბაჩალიაშვილის დედა

31 ივლისი, 2020 • 2019
5-6 თვის წინ მამამისს სთხოვა, ელექტროშოკი მიშოვეო – ბაჩალიაშვილის დედა

გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის დედამ ტელეკომპანია “ფორმულას” ეთერში, გადაცემა “პოლიტმეტრში” თქვა, რომ მისმა შვილმა რამდენიმე თვის წინ მამას ელექტროშოკის შოვნა სთხოვა.

„მამამისს სთხოვა, თუ შეგიძლია, ელექტროშოკი მიშოვოო. მამამისმა მოუტანა და, რამდენადაც ვიცი, ატარებდა. ზუსტად ვერ ვიტყვი, დაახლოებით 5-6 თვის წინ იყო. ელექტროშკი სახლში არ არის. ვფიქრობ, მანქანაში იქნებოდა. რამე  კონკრეტული საფრთხე არ უხსენებია“, – თქვა ბაჩალიაშვილის დედამ თეონა თამაზაშვილმა.


23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი 5-დღიანი  ძებნის შემდეგ თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ტყეში გარდაცვლილი იპოვეს. ბაჩალიაშვილის საქმეზე გამოძიება თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლებით მიმდინარეობს.

23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი 18 ივლისს დაიკარგა, ოჯახის წევრები და სამართალდამცავები მას 5 დღის განმავლობაში ეძებდნენ, მეხუთე დღეს კი თეთრწყაროში, ოფიციალური ვერსიით, მწყემსმა ის საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვა.

ბაჩალიაშვილის საქმე თავდაპირველად სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლით დაიწყო, რაც თავისუფლების უკანონოდ აღკვეთას გულისხმობს. თუმცა, შემდგომ საქმეს 115-ე – თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლიც დაემატა. ბაჩალიაშვილის ოჯახი გამორიცხავს, რომ თამარ ბაჩალიაშვილმა თავი მოიკლა და ამბობენ, რომ ქალი ან მოკლეს, ან თვითმკვლელობამდე მიიყვანეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი