ახალი ამბები

პრეზიდენტმა ბორჯომის პარკის ხანძრისას დაღუპულ თანამშრომელს ღირსების ორდენი მიანიჭა

31 ივლისი, 2020 • 801
პრეზიდენტმა ბორჯომის პარკის ხანძრისას დაღუპულ თანამშრომელს ღირსების ორდენი მიანიჭა

საქართველოს პრეზიდენტმა 2018 წელს ხანძრის ლიკვიდაციის დროს დაღუპულ ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის თანამშრომელს ღირსების ორდენი მიანიჭა.

ივანე კუპრაძე ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის ადმინისტრაციის დაცვის განყოფილების უფროსი იყო. ის პრეზიდენტმა ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკში მომხდარი ხანძრის ლიკვიდაციაში აქტიური მონაწილეობისათვის, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას გამოვლენილი განსაკუთრებული მამაცობისა და თავდადებისათვის დააჯილდოვა.

სალომე ზურაბიშვილმა ღირსების ორდენი გარდაცვლილის ცოლს, ნატია მუმლაძეს გადასცა.

მასალების გადაბეჭდვის წესი