ნეტგაზეთი | 1.63 კგ ოქროს არადეკლარირებულად შემოტანის ბრალდებით სარფში ერთი პირი დააკავეს 1.63 კგ ოქროს არადეკლარირებულად შემოტანის ბრალდებით სარფში ერთი პირი დააკავეს – Netgazeti
RU | GE  

1.63 კგ ოქროს არადეკლარირებულად შემოტანის ბრალდებით სარფში ერთი პირი დააკავეს

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ცნობით, დააკავეს პირი, რომელმაც სარფის საბაჟოზე განსაკუთრებით დიდი ოდენობის არადეკლალირებული ძვირფასი ლითონი გადმოიტანა.

როგორც საგამოძიებო სამსახურის გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, თურქეთის მოქალაქემ საქართველოში 1 634 გრამი ოქროს ნაკეთობები საკუთარი ავტომანქანით შემოიტანა. ნაკეთობების საერთო ღირებულება 175 000 ლარს აღემატება.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 214-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც საბაჟო წესის დარღვევას გულისხმობს და ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით 5-დან 7 წლამდე.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი