ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ცნობით, დააკავეს პირი, რომელმაც სარფის საბაჟოზე განსაკუთრებით დიდი ოდენობის არადეკლალირებული ძვირფასი ლითონი გადმოიტანა.

როგორც საგამოძიებო სამსახურის გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, თურქეთის მოქალაქემ საქართველოში 1 634 გრამი ოქროს ნაკეთობები საკუთარი ავტომანქანით შემოიტანა. ნაკეთობების საერთო ღირებულება 175 000 ლარს აღემატება.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 214-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც საბაჟო წესის დარღვევას გულისხმობს და ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით 5-დან 7 წლამდე.