ახალი ამბები

ხაბაროვსკის გუბერნატორი ირწმუნება, რომ მიტინგებზე პროვოკაციებს ქართველები აწყობენ

30 ივლისი, 2020 • 1654
ხაბაროვსკის გუბერნატორი ირწმუნება, რომ მიტინგებზე პროვოკაციებს ქართველები აწყობენ

რუსეთის ხაბაროვსკის მხარის ახალი გუბერნატორის, მიხეილ დეგტირიოვის თქმით, მხარეში მიმდინარე მიტინგებზე „პროვოკაციებს“ ქართველებიც აწყობენ. ამის შესახებ მან RTVI-სთან ინტერვიუში განაცხადა.

დეგტირიოვი, რომელიც მხარის გუბერნატორად პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ცოტა ხნის წინ დანიშნა, ადრეც საუბრობდა მიმდინარე მიტინგებში „უცხოელების პროვოკაციებზე“.

მისივე თქმით, იმ უცხოელებს შორის, რომლებიც ხაბაროვსკში “სამართლიან საპროტესტო აქციაზე” არეულობის პროვოცირებით არიან დაკავებული, ქართველებიც არიან.


პროტესტები ხაბაროვსკის მხარეში დეგტირიოვის წინამორბედის, სერგეი ფურგალის დაკავების გამო უკვე თითქმის 3 კვირაა მიმდინარეობს. გამოძიება მას 15 წლის წინ მომხდარი მკვლელობის ორგანიზებას ედავება.

მიმდინარე მოვლენებზე შეგიძლიათ გაეცნოთ „ნეტგაზეთის“ სტატიას:

“პუტინმა მოგვაფურთხა” — მრავალათასიანი მიტინგები ხაბაროვსკში

მასალების გადაბეჭდვის წესი