ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

ერთწლიანი პაუზის შემდეგ ერგნეთში ქართულ-ოსური შეხვედრა დაიწყო

30 ივლისი, 2020 • 1493
ერთწლიანი პაუზის შემდეგ ერგნეთში ქართულ-ოსური შეხვედრა დაიწყო

ერგნეთში “ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის” [IPRM] ფარგლებში, თითქმის ერთლიანი პაუზის შემდეგ, დღეს, 30 ივლისს, ქართულ-ოსური შეხვედრა დაიწყო.

ქართული მხარის ინფორმაციით, დღევანდელი შეხვედრის ერთ-ერთ მთავარ საკითხად თბილისი დააყენებს ცხინვალში დაპატიმრებული საქართველოს სამი მოქალაქის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას.

ერგნეთის ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში 2019 წლის აგვისტოს შემდეგ მხოლოდ ტექნიკური ხასიათის შეხვედრები მიმიდინარეობდა. 2019 წლის 29 აგვისტოს, მხარეებს შორის მორიგი შეხვედრის დროს, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ცხინვალის მხარემ “დესტრუქციული პოზიცია” დაიკავა, რამაც დიალოგის გაგრძელება შეუძლებელი გახადა.

ცხინვალმა ულტიმატუმი წამოაყენა, რომ ქართული მხარეს წნელისში ახლად აშენებული პოლიციის საგუშაგო პოსტი უნდა აეღო, რაც თბილისისთვის მიუღებელი მოთხოვნა აღმოჩნდა.

2020 წლის 21 ივლისს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამ განცხადება გამოაქვეყნა, სადაც ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის [IPRM] ერგნეთის შეხვედრების თანათავმჯდომარეებმა დაძაბულობის შესამცირებლად და სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზის გასწვრივ ინციდენტების პრევენციისთვის დიალოგის მნიშვნელობაზე ისაუბრეს. 

 

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი