ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

ქართულ-ოსურ მხარეებს შორის ერგნეთში შეხვედრები განახლდება

21 ივლისი, 2020 • 1145
ქართულ-ოსურ მხარეებს შორის ერგნეთში შეხვედრები განახლდება

ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის [IPRM] ერგნეთის შეხვედრების თანათავმჯდომარეები, საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი, ელჩი მარეკ შჩიგელი და ეუთოს მოქმედი თავმჯდომარის სპეციალური წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიაში, ელჩი რუდოლფ მიხალკა დაძაბულობის შესამცირებლად და სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზის გასწვრივ ინციდენტების პრევენციისთვის დიალოგის მნიშვნელობაზე საუბრობენ.

EUMM-ის [ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის] ცნობით, “გასული კვირების განმავლობაში თანათავმჯდომარეებმა გამართეს ინტენსიური კონსულტაციები ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმების შეხვედრების ფორმატის განახლებისათვის შესაძლებლობის გამონახვისთვის”.

“ამ კონტექსტში თანათავმჯდომარეები მიესალმებიან ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმების შეხვედრების მონაწილეთა ბოლოდროინდელ განცხადებებს ამ ფორმატში დიალოგის განახლების სურვილის შესახებ. ისინი ასევე აღნიშნავენ მონაწილეთა მიერ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მიერ მართვადი ცხელი ხაზის აქტიურ გამოყენებას.

აქედან გამომდინარე, თანათავმჯდომარეებმა დაიწყეს მზადება ერგნეთის ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმების 96-ე შეხვედრის 30 ივლისს ჩასატარებლად”, – ნათქვამია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის განცხადებაში.

ერგნეთის ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში  ბოლო პერიოდის განმავლობაში მხოლოდ ტექნიკური ხასიათის შეხვედრები მიმიდინარეობდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი