ახალი ამბებიეკონომიკა

რუს ოლიგარქ ივანიშვილის შემდეგ საქართველოში რეგრესია – კონგრესმენების წერილი პომპეოს

30 ივლისი, 2020 • 2281
რუს ოლიგარქ ივანიშვილის შემდეგ საქართველოში რეგრესია – კონგრესმენების წერილი პომპეოს

ამერიკელი კონგრესმენები აშშ-ის სახელმწიფო მდივნისთვის გაგზავნილ წერილში ბიძინა ივანიშვილს რუს ოლიგარქად მოიხსენიებენ და მაიკ პომპეოს სწერენ, რომ ივანიშვილის და მისი “ქართული ოცნების”  ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ქვეყანამ რეგრესი განიცადა. 

კონგრესმენები პომპეოს სწერენ, რომ მომავალში, საქართველოს ოფიციალურ პირებთან შეხვედრისას, განსაკუთრებით კი- პრემიერ-მინისტრ გახარიასთან, გაიხსენოს ის საკითხები, რომლებიც მათ შეშფოთებას იწვევს.

“როგორც იცით, საქართველომ 1991 წელს დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ  უდიდესი ნაბიჯები გადადგა ქვეყნის ეკონომიკის ტრანსფორმაციისა  და გეოპოლიტიკად უსაფრთხო ურთიერთოებებისთვის, რათა საერთაშორისო სავაჭრო პარტნიორებისთვის შესაძლებელი ყოფილიყო ბაზართან წვდომა.  საქართველომ მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა ასევე  თავდაცვის სფეროში და თავისუფალ და სამართლიან არჩევნებთან დაკავშირებით. 

თუმცა მას შემდეგ, რაც 2012 წელს რუსი ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილი და მისი “ქართული ოცნება” მოვიდა ხელისუფლებაში, ქვეყანამ რეგრესი განიცადა.  თქვენს კოლეგებთან  საუბრის შემდეგ ჩვენ გვაქვს შეგრძნება, რომ სახელმწიფო დეპარტამენტი ყველაფერს აკეთებს, რათა კერძო საინვესტიციო გარემო, განსაკუთრებით ამერიკული კომპანიებისთვის, მონიტორინგის ქვეშ იყოს,  ისევე როგორც საქართველოს მთავრობის მიერ ვალდებულებების შესრულებას დემოკრატიული რეფორმების გაგრძელებისა და ნატოში გაწევრიანების სწრაფვის კუთხით. 

რადგანც თქვენ მომავალში გამართავთ შეხვედრებს საქართველოს ოფიციალურ პირებთან, განსაკუთრებით კი გახარიასთან, მოგიწოდებთ გახსოვდეთ ჩვენი შეშფოთება რიგ საკითხებთან დაკავშირებით: 

  1. საქართველოს ამჟამინდელი, “ქართული ოცნების” მთავრობა, რომელიც რუს ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილის მიერაა მანიპულირებული, ცდილობს ამერიკული ბიზნესმენები ქვეყნიდან გააძევოს. ეს კეთდება რუსეთიდან, ჩინეთიდან და ირანიდან ინვესტიციების გასაზრდელად. 
  2. საქართველოს შავი ზღვის პორტებში აქტივობები საფრთხეს უქმნის ამერიკის ნაციონალურ ინტერესს, კერძოდ:  ამერიკული კომპანიების, რომლის მიზანიც იყო საქართველოს დაცვა რუსული და ჩინური გავლენისგან, მიზანმიმართული გაძევება”, – წერენ კონგრესმენები პომპეოს. 

წერილში საუბარია ასევე საარჩევნო რეფორმაზე, რომელიც კონგრესმენების თქმით, საქართველოს პარლამენტმა ჯერ კიდევ არ მიიღო [თუმცა უკვე მიღებულია]. 

წერილი 27 ივლისითაა დათარიღებული და ენმ-ის წევრმა სალომე სამადაშვილმა გაავრცელა.

წერილი 27 ივლისითაა დათარიღებული და იგი ენმ-ს წევრმა სალომე სამადაშვილმა გაავრცელა.

მასალების გადაბეჭდვის წესი