ახალი ამბები

მზად ვარ პრემიერობისთვის, თუ ლეიბორისტები ოპოზიციას შორის პირველ ადგილზე გავლენ — ნათელაშვილი

29 ივლისი, 2020 • 1174
მზად ვარ პრემიერობისთვის, თუ ლეიბორისტები ოპოზიციას შორის პირველ ადგილზე გავლენ — ნათელაშვილი

ლეიბორისტული პარტიის ლიდერის, შალვა ნათელაშვილის თქმით, ქვეყნის პრემიერ-მინისტრობის უფლება და სურვილი მხოლოდ იმ შემთხვევაში ექნება, თუ ლეიბორისტები ოპოზიციურ პარტიებს შორის საპარლამენტო არჩევნებზე პირველ ადგილს დაიკავებენ.

„მზად ვარ, ავიღო პრემიერ-მინისტრის ფუნქცია, თუ ლეიბორისტული პარტია გავა პირველ ადგილზე ოპოზიციაში. ამ შემთხვევაში მე მექნება უფლება, თქვენგან მინიჭებული მანდატი, რომ ვუთხრა ჩემს კოლეგებს: ვიღებ პასუხისმგებლობას ქვეყნის კრიზისიდან გამოყვანაზე. ასე თუ არ იქნება, ამის თქმა მომერიდება“, — განაცხადა ნათელაშვილმა „მთავარ არხის“ ეთერში საუბრისას.


საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 2020 წლის ოქტომბერში უნდა გაიმართოს. 120 დეპუტატი პროპორციული სიით აირჩევა, 30 კი- მაჟორიტარული ოლქიდან.

ოპოზიციური პარტიების ნაწილი თბილისში საერთო მაჟორიტარულ კანდიდატებზე შეთანხმდა. აქედან ერთ-ერთ ოლქში — ნაძალადევში კენჭს ნათელაშვილი იყრის.

მასალების გადაბეჭდვის წესი