საპარტნიორო ფონდი “ბორჯომი ლიკანს” აუქციონზე კიდევ გამოიტანს.
როგორც ფონდის პრესსამსახურში ნეტგაზეთს უთხრეს, იმავე პირობებით, თუმცა დაახლოებით 8 მილიონ აშშ დოლარზე ნაკლებ ფასად აუქციონი აგვისტოში კვლავ გამოცხადდება. მათივე ცნობით, ლიკანში მდებარე სასტუმროს ფასი დაახლოებით 30.5 მლნ აშშ დოლარი იქნება.
ფონდმა სასტუმრო აუქციონზე 2019 წლის ბოლოს დაახლოებით 37. 5 მლნ აშშ დოლარად გამოიტანა. წინა წლის დეკემბერში გავრცელებულ ინფორმაციაში ფონდში აცხადებდნენ, რომ სასტუმროსთან ერთად 156 600 კვ.მ მიწის ფართობიც იყიდებოდა.
საპარტნიორო ფონდი „ბორჯომი ლიკანის“ 100%-იან წილს 2018 წლიდან ფლობს.