ახალი ამბები

საქართველომ სომხეთს 4 ათასი სამედიცინო პირბადე აჩუქა – “საპარტნიორო ფონდი”

29 მაისი, 2020 •
საქართველომ სომხეთს 4 ათასი სამედიცინო პირბადე აჩუქა – “საპარტნიორო ფონდი”

“საპარტნიორო ფონდის” ინფორმაციით, საქართველოში წარმოებული 4 ათასი სამედიცინო პირბადე სომხეთს აჩუქეს. ფონდის განცხადებით, პირბადეები მეზობელი სახელმწიფოს ჯანდაცვის მინისტრს, ასევე, სამთავრობო და ბიზნესსექტორის წარმომადგენლებს “თამაშრომლობისა და მეგობრობის ნიშნად” გადასცეს. 

როგორც „საპარტნიორო ფონდი“ აცხადებს, სამედიცინო პირბადეების წარმოება მათივე მხარდაჭერილმა კომპანია „ნიუ ტექნოლოჯი იმპექსმა“ მიმდინარე კვირაში დაიწყო.

“ქარხანა, რომლის ანალოგი რეგიონში არ არსებობს, აწარმოებს პირბადეებს ე.წ. „Melt blown“ უმაღლესი ხარისხის ნედლეულით, რომელიც 99%-იან დაცვას უზრუნველყოფს.   საწარმოს წარმადობა სრული დატვირთვისას თვეში 12 მილიონ პირბადეს შეადგენს. პროდუქცია განკუთვნილია როგორც ადგილობრივი, ასევე – საექსპორტო ბაზრებისთვის”, – აცხადებს საპარტნიორო ფონდი. 


კორონავირუსის გავრცელების კუთხით სომხეთში ვითარება რთულია. აქ შემთხვევების რიცხვმა 7 ათასს გადააჭარბა, რაც საქართველოს მონაცემებზე 10-ჯერ მეტია.

მასალების გადაბეჭდვის წესი