ახალი ამბები

საპარტნიორო ფონდი სასტუმრო “ბორჯომი ლიკანს” ყიდის

6 ნოემბერი, 2019 • 1112
საპარტნიორო ფონდი სასტუმრო “ბორჯომი ლიკანს” ყიდის

საპარტნიორო ფონდი ლიკანში მდებარე სასტუმრო “ბორჯომი ლიკანს” ყიდის. ფონდის ინფორმაციით, სასტუმროს აუქცონზე გაიყიდება და მისი საწყისი ფასი 37 565 408 მლნ აშშ დოლარი იქნება.

“სასტუმრო „ბორჯომი ლიკანის“ კუთვნილებაში 156 600 კვ.მ მიწის ფართობი და სასტუმროს შენობა-ნაგებობები შედის. „საპარტნიორო ფონდის“ საკუთრებაში რჩება მიმდებარე მიწის ნაკვეთი – 234425.00 კვ.მ. მისი შემდგომი განვითარების მიზნით, ფონდი მზადაა, ინვესტორების დაინტერესების შემთხვევაში, საინვესტიციო პროექტები განიხილოს”, – წერია ფონდის განცხადებაში.

სახელმწიფო ფონდში ასევე აცხადებენ, რომ საჯარო აუქციონი 6 დეკემბერს, 15:00 საათზე, ფონდის ოფისში გაიმართება. საპარტნიორო ფონდი „ბორჯომი ლიკანის“ 100%-იანი წილს 2018 წლიდან ფლობს.

მასალების გადაბეჭდვის წესი