ახალი ამბები

არაა გამორიცხული, თბილისის დარჩენილი 2 ოლქიდან ერთში საერთო კანდიდატი არ დავაყენოთ – ბოკერია

28 ივლისი, 2020 • 1184
არაა გამორიცხული, თბილისის დარჩენილი 2 ოლქიდან ერთში საერთო კანდიდატი არ დავაყენოთ – ბოკერია

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, გიგა ბოკერიას თანახმად, არ არის გამორიცხული, რომ თბილისის 8 მაჟორიტარული ოლქიდან ერთ-ერთში ყველა ოპოზიციურმა პარტიამ დამოუკიდებლად წარადგინოს კანდიდატი.

ამ დრომდე ცნობილი იყო ოპოზიციის შეთანხმება, რომლის თანახმადაც, თბილისის 8-ვე საარჩევნო მაჟორიტარულ ოლქში ოპოზიციური პარტიები საერთო კანდიდატებს წარადგენდნენ.

თუმცა ჯერჯერობით მხოლოდ 6 ოლქშია დასახელებული მაჟორიტარობის კანდიდატები. ესენი არიან:

  • ელენე ხოშტარია – ვაკე;
  • ნიკა მელია – გლდანი;
  • გიორგი ვაშაძე – ისანი;
  • ლევან ხაბეიშვილი – სამგორი;
  • შალვა შავგულიძე – მთაწმინდა/კრწანისი;
  • შალვა ნათელაშვილი – ნაძალადევი.

28 ივლისს ბრიფინგზე ჟურნალისტის კითხვაზე პასუხად გიგა ბოკერიამ განაცხადა, რომ თბილისის ორ ოლქში ჯერჯერობით ვერ შედგა კანდიდატებზე შეთანხმება და დასძინა:

„არ არის გამორიცხული, რომ ერთში ყველამ დააყენოს კანდიდატი და მეორეში შეთანხმება ისევ შედგეს“. დარჩენილი ორი ოლქია საბურთალო და დიდუბე-ჩუღურეთი.

ამასთან, „ევროპული საქართველო“ „ნაციონალურ მოძრაობას“ და სხვა ოპოზიციურ პარტიებს თბილისს გარეთ მაჟორიტარულ ოლქებში საერთო კანდიდატებზე შეთანხმებისკენ მოუწოდებს:

ვრცლად:

გიორგი ცხადაია: “ოცნების” დამკვიდრებულ ბრენდს ოპოზიციამ განახლება უნდა დაუპირისპიროს

მასალების გადაბეჭდვის წესი