ახალი ამბები

ცერცვაძე ადასტურებს, რომ “ოცნების” მხარდამჭერია, თუმცა “ეს არ ნიშნავს, რომ მისი ყველა წევრის საქმიანობა უნდა მოსწონდეს”

28 ივლისი, 2020 • 1445
ცერცვაძე ადასტურებს, რომ “ოცნების” მხარდამჭერია, თუმცა “ეს არ ნიშნავს, რომ მისი ყველა წევრის საქმიანობა უნდა მოსწონდეს”

თბილისის ინფექციური საავამდყოფოს ხელმძღვანელმა თენგიზ ცერცვაძემ “ქართული ოცნების” მაჟორიტარობის კანდიდატ დავით სეერგეენკოს მიმართ მიწერილ ღია წერილან დაკავშირებით დამატებითი კომენტარები გააკეთა.

ჟურნალისტების კითხვაზე, რატომ შეადარა მან სეერგენკო ჰეროსტრატეს (ძველი ბერძენი, რომელმაც არტემიდას ტაძარი დაწვა), ცერცვაძემ ასე უპასუხა:

“განმარტება იოლია, მიბრძანდით ჩვენს ცენტრში და ნახეთ, რა მდგომარეობაშია ქვეყნისთვის უმიშვნელოვანესი სტრატეგიული დაწესებულება [ინფექციური საავადმყოფო]”, – განაცხადა ცერცვაძემ და ხაზი გაუსვა ამ საავადმყოფოს როლს აივ/შიდსის, C ჰეპატიტის და ახალი კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში.

“ასეთი დაწესებულება, ინფრასტრუქტურა მიყვანილია განადგურების პირას”.

კითხვაზე, რატომ გააკეთა მან სეერგენკოს მისამართით ასეთი განცხადებები ამ დროს, ანუ არჩევნების წინ, რომელშიც სერგეენკო კანდიდატად მონაწილეობს, ცერცვაძემ უპასუხა, რომ სერგეენკოს მსგავსი და უფრო მწვავე რიტორიკით ამ უკანასკნელის მინისტრობის პერიოდშიც მიმართავდა. ამჟამად კი “მუშაობას ვერ აგრძელებს” ინფექციური საავადმყოფო და ეს დრო პოსტის დასადებად აირჩია ფეისბუკზე, რადგან პანდემიის პერიოდში განსაკუთრებით იგრძნო პრობლემა.

როგორც ცნობილია, თენგიზ ცერცვაძე NCDC-ის წარმომადგენლებთან ერთად კოჯორში “ქართული ოცნების”  მაჟორიტარობის კანდიდატების წარდგენას ესწრებოდა. ცერცვაძე დღეს ადასტურებს, რომ მმართველი პარტიის მხარდამჭერია, თუმცა “ეს არ ნიშნავს, რომ ორგანიზაციის ყველა წევრის საქმიანობა უნდა მოსწონდეს”.

ამავე თემაზე

დააკონკრეტოს სერგეენკომ “რა გაუკეთა” და “რა გაუფუჭა” ქართულ მედიცინას – ინფექციური საავადმყოფო

მასალების გადაბეჭდვის წესი