ახალი ამბები

დააკონკრეტოს სერგეენკომ “რა გაუკეთა” და “რა გაუფუჭა” ქართულ მედიცინას – ინფექციური საავადმყოფო

27 ივლისი, 2020 • 1431
დააკონკრეტოს სერგეენკომ “რა გაუკეთა” და “რა გაუფუჭა” ქართულ მედიცინას – ინფექციური საავადმყოფო

ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრი განცხადებას ავრცელებს, სადაც ჯანდაცვის ყოფილ მინისტრს, დავით სერგეენკოს სთხოვს დააკონკრეტოსმ თუ “რა გააკეთა” და “რა გააფუჭა” მან საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამისთვის და კონკრეტულად რა დამსახურება აქვს მას C ჰეპატიტის ელიმინაციის სახელმწიფო პროგრამის ინიცირებასა და განხორციელებაში.

ცენტრის მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულიია, რომ 21 და 26 ივლისს ტელეკომპანია “იმედის” ეთერში სერგეენკომ და გადაცემების, “არენა” და “იმედის კვირა”, სხვა წარმომადგენლებმა საყოველთაო ჯანდაცვისა და C ჰეპატიტის ელიმინაციის სახელმწიფო პროგრამის ინიცირებასა და განხორციელებაზე საუბრისას ყოფილი ჯანდაცვის მინისტრის როლი განსაკუთრებით გამოჰყვეს.

“ბ-ნმა დავითმა ლამის COVID-19-იც მიიწერა. ამავე დროს ბ-ნმა დავითმა თქვა ძალიან ნიშანდობლივი ფრაზა, რომ ჯანდაცვაში მინისტრს „მარტო არაფრის გაკეთება არ შეუძლია“, ხოლო „გაფუჭება კი ბევრი რამის შეუძლია“, – წერია განცხადებაში.

სწორედ ამ ფრაზების განმარტებას სთხოვს წერილის ავტორი ჯანდაცვის ყოფილ მინისტრს:

“მინდა დაბეჯითებით ვთხოვო ბ-ნ დავითს, დააკონკრეტოს, „რა გაუკეთა“ და „რა გაუფუჭა“ (რასაც ქვეყანა ახლა იმკის) მან საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამას, კონკრეტულად რა დამსახურება აქვს მას C ჰეპატიტის ელიმინაციის სახელმწიფო პროგრამის ინიცირებასა და განხორციელებაში და „რა გაუფუჭა“ (რასაც ასევე ახლა ვიმკით) მან ამ პროგრამას. აგრეთვე, ვთხოვ გვიპასუხოს, რატომ მიიყვანა სრულიად გამიზნულად ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სამედიცინო დაწესებულება – ინფექციური პათოლოგიის, შიდსის და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკული ცენტრი – განადგურების პირას და როგორია მისი წვლილი იმაში, რომ ცენტრს, მის პერსონალს და პაციენტებს დღესაც უკიდურესად მძიმე პირობებში უწევთ ყოფნა და რატომ გადაწყვიტა მან ისტორიაში შესვლა „ჰეროსტრატეს“ სახელით.

ბ-ნი დავითის პასუხზე იქნება დამოკიდებული ჩვენი შემდგომი ნაბიჯები”, – აღნიშნულია განცხადებაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი