ახალი ამბები

66%-ის თქმით, ლუგარი Covid-19-ის გავრცელებას ხელს უშლის – NDI-ს კვლევა

28 ივლისი, 2020 • 1167
66%-ის თქმით, ლუგარი Covid-19-ის გავრცელებას ხელს უშლის – NDI-ს კვლევა

NDI-ის კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 66% მიიჩნევს, რომ ლუგარის ლაბორატორია კორონავირუსის გავრცელებას ხელს უშლის. ამის შესახებ ნათქვამია “ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის”(NDI) დაკვეთით ივნისში ჩატარებულ კვლევაში, რომელიც საქართველოში საზოგადოების განწყობებს ასახავს.

სქრინშოტი NDI-ს კვლევიდან

კვლევის თანახმად, იმას, რომ ლუგარი ხელს უშლის კორონავირუსის გავრცელებას თითქმის თანაბრად ეთანხმებიან როგორც თბილისში (70%), ასევე, სხვა ქალაქებსა (68%) და სოფლებში (63%).

იმ ადამიანებიდან, ვინც ამბობს, რომ ლუგარის ლაბორატორია კორონავირუსის გავრცელებას ხელს უშლის, 70% მიიჩნევს, რომ კორონავირუსთან ბრძოლაში ლუგარის ლაბორატორია მნიშვნელოვანია.

“ძალიან მაგარი ლაბორატორია გვაქვს  ლუგარის სახით. რუსეთის, ალბათ, პოლიტიკური სვლა არის, რომ საქართველო შეაძულონ სხვა ქვეყნებს ამით, რომ აი, იქ ბიოლოგიური იარაღი მზადდება და რამე“, – ამბობს კვლევის ფოკუს-ჯგუფის ერთ-ერთი მონაწილე.

ბოლო პერიოდში ეს ერთადერთი კვლევა არ არის, რომელშიც მოქალაქეების კორონავირუსთან ბრძოლაში ლუგარის ლაბორატორიის მნიშვნელობაზე საუბრობენ. ლუგარის ლაბორატორიის საქმიანობას კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში გამოკითხულთა 87% დადებითად აფასებს. ამაზე მიუთითებს CRRC-საქართველოს საზოგადოებრივი აზრის კვლევა Covid 19-ის შესახებ.

წაიკითხეთ ასევე:

ლუგარის ცენტრი იგებს ომს რუსეთის პროპაგანდასთან, თუმცა მზად უნდა ვიყოთ ახალი მითებისთვის – თინა ხიდაშელი


კვლევა NDI-ის დაკვეთით CRRC-საქართველომ ჩაატარა. საველე სამუშაოები 26-30 ივნისს, სატელეფონო გამოკითხვის მეთოდით ჩაატარეს. ჯამში, 1 550 დასრულებული ინტერვიუ შედგა. საშუალო ცდომილების ზღვარი  2%-ია.

მასალების გადაბეჭდვის წესი