ახალი ამბები

გიორგი ვაშაძემ და თაკო ჩარკვიანმა ახალი გაერთიანება წარადგინეს

27 ივლისი, 2020 • 1936
გიორგი ვაშაძემ და თაკო ჩარკვიანმა ახალი გაერთიანება წარადგინეს

გიორგი ვაშაძემ და თაკო ჩარკვიანმა დღეს, 27 ივლისს, ახალი პოლიტიკური პლატფორმა “სტრატეგია აღმაშენებელი” წარადგინეს. როგორც პრეზენტაციაზე გიორგი ვაშაძემ განაცხადა, ამ ეტაპზე პლატფორმა სამ სუბიექტს აერთიანებს, “ახალ საქართველოს”, “კანონი და სამართალს” და “სტრატეგია აღმაშენებლის” ექსპერტებს:

“მივიღეთ გადაწყვეტილება შევქმნათ ახალი პოლიტიკური პლატფორმა “სტრატეგია აღმაშენებელი”, რომელიც შედგება ამ ეტაპზე სამი სუბიექტისგან -“ახალი საქართველო”, “კანონი და სამართალი” და “სტრატეგია არმაშენებლის” ის ექსპერტები, რომლებთან ერთადაც ჩვენ წარვუდგინეთ საზოგადოებას ქვეყნის განვითარების გეგმა.

ჩვენი მიზანია, დავამარცხოთ უმუშევრობა, სიღარიბე, გავუმართოთ ხელი პენსიონრებს, დავაბრუნოთ ემიგრანტები ქვეყანაში და სხვა. ამაზე დეტალურად 30 ივლისს, ჩვენი საარჩევნო პროგრამის წარდგენისას გესაუბრებით” ,- ამბობს გიორგი ვაშაძე.

ვაშაძე აღნიშნავს, რომ “სტრატეგია აღმაშენებელი” იქნება პლატფორმა, რომელიც საკუთარ სფეროში წარმატებულ ადამიანებს გააერთიანებს:

“პირველი ეტაპი შემოერთების იქნება, 30 ივლისს, სადაც ნახავთ იმ ადმიანებს, ვინც უერთდება ამ პროცესს და ეს გაგრძელდება არჩევნებამდე. გულახდილად გეტყვით, ბევრ ადამიანთან გვქონდა კომუნიკაცია, შესაბამსიად, ჩვენ ვაჩენთ მძლავრ მიზიდულობის ცენტრს ამ ადამიანებისთვის, რომ ისინი ჩაერთონ ამ ბრძოლაში”, – ამბობს გიორგი ვაშაძე.

მასალების გადაბეჭდვის წესი