ახალი ამბები

უკრაინაში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა იზრდება – 1106 ერთ დღეში

25 ივლისი, 2020 • 698
უკრაინაში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა იზრდება – 1106 ერთ დღეში

უკრაინაში კოვიდ 19-ით ინფიცირებულთა რაოდენობა ბოლო 24 საათში 1106 შეადგინა. უკრაინის ჯანდაცვის მინინისტრის თქმით, 26 ივნისის შემდეგ ეს ყველაზე მაღალი დღიური მაჩვენებელია. 

როიტერსის ცნობით, უკრაინაში ინფიცირებულთა რაოდენეობა ბოლო ორ თვეში მნიშვნელოვნად გაიზარდა – მას შემდეგ, რაც უკრაინამ ნელ-ნელა გააუქმა პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვები. 

უკრაინის ჯანდაცვის მინისტრ მაქსიმ სტეპანოვის თქმით, 205 ინფიცირებულის მდგომარეობა კრიტიკულია. “ეს ნიშნავს, რომ მათ სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება და ჩვენ უნდა გავიზაროთ, რომ ეს ვირუსი ძალიან სერიოზულია”, – განაცხადა მან. 

25 ივლისის მონაცემებით, უკრაინაში კოვიდ 19-ით ინფიცირების 63929 დადასტურებული შემთხვევაა. გარდაიცვალა 1590 ადამიანი, 35497 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა. 

მასალების გადაბეჭდვის წესი