ახალი ამბები

13 ახალი შემთხვევიდან ორი სამედიცინო პერსონალია – კოვიდ 19 საქართველოში

25 ივლისი, 2020 • 1125
13 ახალი შემთხვევიდან ორი სამედიცინო პერსონალია – კოვიდ 19 საქართველოში

25 ივლისს კორონავირუსით ინფიცირებული 13 ახალი შემთხვევიდან ორი სამედიცინო პერსონალია. ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს კლინიკურმა დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ განაცხადა 25 ივლისს.

თუმცა ჯერჯერობით უცნობია, რომელ სამედიცინო დაწესებულებებშია პერსონალის ინფიცირების შემთხვევები.  ეზუგბაიამ დასძინა, რომ ეს არ არის ინფექციური საავადმყოფო.

ეზუგბაიას ცნობით, ახალი ინფიცირებულებიდან სამი “ლილოს ბაზრობის” კლასტერიდანაა, ერთი გარდაბნიდან, 5 შემოტანილი [აქედან 4 სატვირთო ავტომობილის მძღოლი], ერთი კი ინფიცირებულის კონტაქტი.


  • საქართველოში კოვიდ 19-ის 13 ახალი შემთხვევა გამოვლინდა ბოლო 24 საათში, ხუთი კი გამოჯანმრთელდა.
  •  25 ივლისისთვის საქართველოში კოვიდ 19 ინფიცირების სულ 1117 შემთხვევაა დაფიქსირებული. მათ შორის 917 გამოჯანმრთელდა. გარდაიცვალა 16.
  •  საკარანტინო სივრცეში იმყოფება 5936 ადამიანი.

მასალების გადაბეჭდვის წესი