საქართველოში კოვიდ 19-ის 13 ახალი შემთხვევა გამოვლინდა ბოლო 24 საათში. 5 კი გამოჯანმრთელდა. 

ამ ინფორმაციას აქვეყნებს მთავრობის შექმნილი საინფორმაციო პორტალი. 

ამ დროისთვის საქართველოში კოვიდ 19 ინფიცირების სულ 1117 შემთხვევაა დაფიქსირებული. მათ შორის 917 გამოჯანმრთელდა. გარდაიცვალა 16. 

ამჟამად საკარანტინო სივრცეში იმყოფება 5936 ადამიანი. 


გუშინ, 24 ივლისს კორონავირუსის გავრცელების გამო საქართველოს მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელი ყარაჯალარის ჩაიკეტვაზე. სოფელ ყარაჯალარის შესასვლელსა და გასასვლელში საკონტროლო გამშვები პუნქტები მოეწყო.