შვედი აქტივისტი გრეტა ტუნბერგი კლიმატის ცვლილებასთან ბრძოლის გამო მიღებული 1.14$ მილიონი დოლარი ჯილდოდან 114 000-ს ბრაზილიაში, ამაზონში კორონავირუსთან საბრძოლველად გაიღებს, იტყობინება CNN.
გარდა ამისა, მიღებული ჯილდოდან კიდევ 114 000-ს ტუნბერგი გადასცემს ფონდ „Stop Ecocide“, რომელიც ცდილობს, რომ ეკოციდი — ანუ, ბუნების განადგურება საერთაშორისო დანაშაულად იყოს აღიარებული.
ჯილდოდ მიღებული თანხის დანარჩენ ნაწილს ტუნბერგი, როგორც თავად ამბობს, თავისი ფონდის საშუალებით გადასცემს „ხალხს, ვინც კლიმატის და ეკოლოგიური კრიზისიდან ყველაზე მეტად ზარალდება, განსაკუთრებით კი- სამხრეთში“.
გარეკანის ფოტო: EPA