გრეტა ტუნბერგს კლიმატის ცვლილებასთან ბრძოლასთან დაკავშირებული აქტივიზმი ონლაინ-სივრცეში გადააქვს. ამის შესახებ ტუნბერგმა თავის „ტვიტერში“ დაწერა.
„სკოლის გაფიცვის კვირა 82. კრიზისში ჩვენ ვცვლით ქცევის მოდელს და ვეჩვევით ახალ გარემოებებს საზოგადოების კეთილდღეობისთვის. შემოუერთდი #ციფრულგაფიცვას და დაპოსტე ფოტო ლოზუნგით, გამოიყენე ჰეშთეგი #კლიმატისგაფიცვაონლაინ!“, – წერს ტუნბერგი.
კორონავირუსის გამო მსოფლიოში არაერთი შეზღუდვა დაწესდა – გადაიდო სპორტული თუ სხვა სახის ღონისძიებები.
დაავადებულთა რაოდენობა 130 000-ს აღწევს, გარდაცვლილია 4 600-ზე მეტი.
საქართველოში ცნობილია კორონავირუსით დაავადების 25 შემთხვევაზე.
გარეკანის ფოტო: EPA