ახალი ამბები

გრეტა ტუნბერგმა შოუს მონაწილის პატივსაცემად ტვიტერზე სახელი შეიცვალა

4 იანვარი, 2020 • 1356
გრეტა ტუნბერგმა შოუს მონაწილის პატივსაცემად ტვიტერზე სახელი შეიცვალა

გრეტა ტუნბერგმა Twitter-ში სახელი შეცვალა და შერონი დაირქვა. ეს აქტივისტმა სატელევიზიო შოუს მონაწილის პატივსაცემად გააკეთა, რომელმაც არ იცოდა, თუ ვინ იყო ტუნბერგი, წერს BBC.

ფოტოზე: გრეტა ტუნბერგის Twitter. ფოტო: BBC

BBC-ის გადაცემა Celebrity Mastermind-ში მონაწილეობისას მსახიობ ამანდა ჰენდერსონს თინეიჯერი კლიმატის ცვლილებასთან მებრძოლი აქტივისტის დასახელება სთხოვეს.

ჰენდერსონმა პასუხი არ იცოდა, გამოცნობა სცადა და „შერონი“ დაასახელა.

მისი პასუხისა და წამყვანის, ჯონ ჰამფრის ვიდეოს ამ მომენტისთვის ხუთ მილიონზე მეტი ნახვა აქვს.

ეს არაა პირველი შემთხვევა, როცა ტუნბერგი მომხდარ მოვლენებს Twitter-ზე ამგვარად ეხმაურება:

იქამდე, დონალდ ტრამპმა თვითერში ტუნბერგის წლის ადამიანად დასახელებას „სასაცილო“ უწოდა: „რა სასაცილოა. გრეტამ უნდა იმუშაოს თავისი გაბრაზების მენეჯმენტის პრობლემაზე, შემდეგ კი წავიდეს და ნახოს კარგი ძველებური ფილმი მეგობართან ერთად! გაერთე გრეტა, გაერთე!

ტუნბერგმა ტრამპის ტვიტს უპასუხა და ტვიტერში, ბიოგრაფიის ველში დაწერა: „თინეიჯერი, რომელიც მუშაობს გაბრაზების პრობლემის მენეჯმენტზე. ამჟამად ერთობა და უყურებს კარგ ძველებურ ფილმს მეგობართან ერთად“.

მასალების გადაბეჭდვის წესი