ახალი ამბები

CNN-მა კორონავირუსზე დისკუსიაში მონაწილეობისთვის გრეტა ტუნბერგი მიიწვია

14 მაისი, 2020 • 989
CNN-მა კორონავირუსზე დისკუსიაში მონაწილეობისთვის გრეტა ტუნბერგი მიიწვია

ამერიკულმა ტელეარხმა CNN-მა კორონავირუსზე დისკუსიაში მონაწილეობისთვის კლიმატის ცვლილებასთან მებრძოლი შვედი აქტივისტი გრეტა ტუნბერგი მიიწვია. ამის შესახებ ტელეკომპანიამ „ტვიტერზე“ დაწერა.

გადაცემაში, რომელიც ხუთშაბათს, აშშ-ის აღმოსავლეთ სანაპიროს დროით საღამოს 8 საათზე გაავა, ტუნბერგის გარდა მონაწილეობას მიიღებენ აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის (CDC) ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელი რიჩარდ ბესერი და აშშ-ის ჯანდაცვისა და სოციალური სერვისის სააგენტოს (HSS) ყოფილი ხელმძღვანელი კეტლინ სებელიუსი. CNN-ს წარმოადგენენ ანდერსონ კუპერი და სანჯაი გუფთა.


გრეტა ტუნბერგი კლიმატის ცვლილებასთან და მის შედეგებთან მებრძოლი შვედი აქტივისტია, რომელიც ფართოდ ცნობილი 2019 წლის შემოდგომაზე გახდა.

ტუნბერგი აგრეთვე სიტყვით გამოვიდა გაეროს გენერალურ ასამბლეაზე, ნომინირებული იყო ნობელის პრემიაზე მშვიდობის დარგში და 2019 წელს ჟურნალ TIME-ის მიერ წლის ადამიანადაც დასახელდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი