ახალი ამბები

თეთრიწყაროში ახალგაზრდა ქალს ეძებენ

20 ივლისი, 2020 • 1048
თეთრიწყაროში ახალგაზრდა ქალს ეძებენ

თეთრიწყაროში 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილს ეძებენ, რომელიც სახლიდან 2 დღის წინ საკუთარი მანქანით გავიდა და მას შემდეგ აღარ დაბრუნებულა.

როგორც ახალგაზრდა ქალის დედა TV პირველთან საუბარში აცხადებს, ოჯახის წევრებმა ის შაბათს, დაახლოებით დილის 9 საათზე ნახეს. დედის თქმით, შვილი მძინარე მდგომარეობაში დატოვა და შუადღის 2 საათზე დაურეკა, თუმცა ტელეფონი უკვე გამორთული ჰქონდა. სახლში დაბრუნებისას ოჯახის წევრებს არც ახალფაზრდა ქალის ავტომობილი დახვდათ ადგილზე, დღის ბოლოს კი პოლიციას მიმართეს. 

გავრცელებული ინფორმაციით, ქუჩის კამერებმა ჰიუნდაის მარკის ავტომანქანა სოფელ ხაიშთან დააფიქსირეს. ოჯახის წევრებისა და გამოძიებისთვის უცნობია, თუ რატომ იმყოფებოდა ახალგაზრდა ქალი ამ ტერიტორიაზე. 

ამ დროისთვის სამართალდამცავი ორგანოები დაკარგული ქალის სოციალური ქსელის შესწავლას ცდილობენ დამატებითი ინფორმაციის მოსაპოვებლად. სამძებრო სამუშაოებში ჩართულია ასევე დრონები.

როგორც ‘’ნეტგაზეთს’’ შსს-ში განუცხადეს, საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლით დაიწყო, რაც თავისუფლების უკანონოდ აღკვეთას გულისხმობს. 

მასალების გადაბეჭდვის წესი