ახალი ამბები

“ცოტა ხანში ყველა ნახავთ, რაც მოხდება” – შაქარაშვილის ოჯახი შოთაძეს შეხვდა

20 ივლისი, 2020 • 1535
“ცოტა ხანში ყველა ნახავთ, რაც მოხდება” – შაქარაშვილის ოჯახი შოთაძეს შეხვდა

გიორგი შაქარაშვილის მშობლები და ბიძა გენერალურ პროკურორ ირაკლი შოთაძეს შეხვდნენ. როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ შაქარაშვილის ბიძამ მედიას განუცხადა, შეხვედრას პროკურატურის სხვა მაღალჩინოსნებიც ესწრებოდნენ, როmლებიც უშუალოდ კურირებენ გამოძიებას.

“განზრახ მკვლელობის მუხლს არ გაუჭირდება, ცოტა ხანში თქვენ ყველა ნახავთ, რაც მოხდება”, – განაცხადა შაქარაშვილის ბიძამ, მირიან ნიკოლაძემ შეხვედრის შემდეგ.

როგორც ცნობილია, შაქარაშვილის ოჯახი ტოიტა ქემრის მგაზვრებისთვის ჯგუფურად განზრახ მკვლელობის მუხლით ბრალის წარდგენას ითხოვს. ქემრის მგზავრები შაქარაშვილის სიკვდილთან შემხებლობას უარყოფენ. გამოძიებას ცოტა ხნის წინ განზრახ მკვლელობის კვალიფიკაცია დაემატა, თუმცა ამ დროისთვის ამ მუხლით ბრალი არავისთვის წარუდგენიათ. ექსპერტიზის დასკვნით, შაქარაშვილი წყალში დახრჩობით დაიღუპა, თუმცა მას სიცოცხლეში აქვს მიღებული დაზიანებები. ოჯახი ფიქრობს, რომ შაქარაშვილი ჯერ სცემეს და შემდეგ წყალში გადააგდეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი