ახალი ამბები

პარლამენტმა მიიღო კანონი, რომლითაც სემეკის უფლებამოსილება იზრდება

17 ივლისი, 2020 • 910
პარლამენტმა მიიღო კანონი, რომლითაც სემეკის უფლებამოსილება იზრდება

პარლამენტმა მე-3 მოსმენით “ენერგეტიკის და და წყალმომარაგების შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილებები დაამტკიცა. მიღებული კანონით ენერგოკომპანიამ შერწყმის ან 5% და მეტი წილის გასხვისების შემთხვევაში ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიას (სემეკი) უნდა აცნობოს.

გუშინ, 16 ივლისს, არასამთავრობო ორგანიზაციამ “მსოფლიო გამოცდილება საქართველოსთვის” (WEG) განცხადება გაარცელა, სადაც მოითხოვა, რომ პარლამენტმა შეაჩეროს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ კანონში ცვლილების დაჩქარებული წესით განხილვა, სანამ კანონპროექტის მარეგულირებელი გავლენის შეფასება არ მოხდება.

ენერგეტიკის საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციის განცხადებით, კანონპროექტი სემეკს ანიჭებს ჩამოუყალიბებელ და ბუნდოვან უფლებამოსილებას მისთვის უცხო, კორპორატიული სამართლის სფეროში, რაც სცილდება ლიცენზირების და რეგულირების მიღებულ ფარგლებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი