ნეტგაზეთი | თუ არ გესმით ქართული, თქვენი პრობლემაა – ზურაბიშვილი ჟურნალისტებს თუ არ გესმით ქართული, თქვენი პრობლემაა – ზურაბიშვილი ჟურნალისტებს – Netgazeti
RU | GE  

თუ არ გესმით ქართული, თქვენი პრობლემაა – ზურაბიშვილი ჟურნალისტებს

საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის განმარტებით, როდესაც თქვა, რომ “ვაჟკაცობა იცის ერთი-ერთზე”, ჩხუბი არ უგულისხმია.

ზურაბიშვილმა ტელევიზიები მის ბულინგში დაადანაშაულა.

“დავიღალე რამოდენიმე ტელევიზიის ბულინგით ჩემს მიმართ. თუ თქვენ არ გესმით ქართული, თქვენი პრობლემაა. თუ ვერ კითხულობთ წინადადებას ბოლომდე, თქვენი პრობლემაა. მცდელობა, მე გამასაღოთ პრომოძალადედ, არის ძალიან სასაცილო, რომ არ იყოს სატირალი. თუ ვერ გაიგეთ, წაიკითხეთ, თქვენ უნდა ისწავლოთ კითხვა. მე რაც ვიგულისხმე, არის ის, რომ ერთი- ერთზე არის ყველაფერი. არ მითქვამს,  ერთი-ერთზე ძალადობა კარგია, არ მითქვამს არც ჩხუბი, ვთქვი, ვაჟკაცობა არის ერთი-ერთზე. ერთი-ერთზე არის ცხოვრებაში ყველაფერი: ლაპარაკი, სიყვარული, ალბათ, არ იცით. არ მითქვამს არც ჩხუბი, არც გარჩევა. მე ვთქვი, რომ ვაჟკაცობა არ არის ძალადობაში, ჯგუფურ ძალადობაში. ვაჟკაცობა არის აღიარებაში და მონანიებაში”,-განაცხადა პრეზიდენტმა.

მანამდე საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა გიორგი შაქარაშვილის საქმესთან დაკავშირებით თქვა, რომ ჯგუფური ძალადობა “არის არაქართული”.

“მე ვაჟკაცობა ვიცი ერთი-ერთზე. არ ვიცი მე ეს ჯგუფური, აგრესიული ძალადობა ადამიანებზე. ეს არის ძალიან მიუღებელი, ძალიან არაქართული და, მე მგონი, ჩვენ უნდა დავუბრუნდეთ ჩვენს ღირებულებებს. კიდევ უფრო დიდი ვაჟკაცობა ვიცი მე აღიარება და კიდევ უფრო მაღალი დონის ვაჟკაცობა, ეს არის მონანიება. ამიტომ ამაზე დავფიქრდეთ ყველა და ჩვენ ასე უნდა გავზარდოთ ჩვენი ახალგაზრდები და არა ტყუილით, არა დამალვით და არა ჯგუფური ძალადობით”, – განაცხადა ზურაბიშვილმა.

ვაჟკაცობა ვიცი ერთი-ერთზე, ჯგუფური ძალადობა არის არაქართული – ზურაბიშვილი

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
ნინო ჩიჩუა არის "ნეტგაზეთის" რეპორტიორი 2018 წლის სექტემბრიდან.