ახალი ამბები

გახარიას და კალაძის რეიტინგი ივანიშვილის რეიტინგზე მაღალია – Edison Research

16 ივლისი, 2020 • 1864
გახარიას და კალაძის რეიტინგი ივანიშვილის რეიტინგზე მაღალია – Edison Research

ტელეკომპანია “ფორმულამ” დღეს, 16 ივლისს, გამოაქვეყნა კვლევითი კომპანია Edison Research-ის საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგები, სადაც პარტიების რეიტინგთან ერთად გაზომეს პოლიტიკოსების რეიტინგი.

აღნიშნული კვლევის მიხედვით, პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასა და თბილისის მერ კახა კალაძეს ბიძინა ივანიშვილზე მაღალი რეიტინგი აქვთ.

უფრო დეტალურად:

რაც შეეხება ოპოზიციონერი პოლიტიკოსების რეიტინგებს, აქ კვლავ “ევროპული საქართველოს” წევრი დავით ბაქრაძე ლიდერობს.

ოპოზიციიონერი პოლიტიკოსების რეიტინგი

საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვა ტელეკომპანია “ფორმულას” დაკვეთით საერთაშორისო კვლევითმა კომპანიამ Edison Research-მა ჩაატარა.

“ფორმულას” ინფორმაციით, კვლევა 23 ივნისი – 13 ივლისის პერიოდში, პირისპირ გამოკითხვის მეთოდით ჩატარდა. კვლევის ფარგლებში შემთხვევითი შერჩევით გამოიკითხა საქართველოში მცხოვრები 18 წლისა და მეტი ასაკის 2 101 ადამიანი. შედეგების ცდომილება + – 2.1%-ია.

“ოცნება” – 39%, ენმ – 16%, ევსაქები – 5% – Edison Research-ის კვლევა

მასალების გადაბეჭდვის წესი