ახალი ამბები

რატომ სჯის პუტინი რუსებს ქართველების საპროტესტო აქციისთვის? – ნავალნი

22 ივნისი, 2019 • 2946
რატომ სჯის პუტინი რუსებს ქართველების საპროტესტო აქციისთვის? – ნავალნი

რუსეთის ხელისუფლების ოპოზიციის ლიდერი ალექსეი ნავალნი ვლადიმერ პუტინს აკრიტიკებს საქართველოს მიმართულებით ავიარეისები გაუქმების გამო.

“პუტინმა გადაწყვიტა ქართველები დასაჯოს, რადგან იქ ქუჩის აქციები იმართება. აკრძალა ავიარეისები საქართველოსთან. ახლა ძალიან ბევრ რუსს არ შეუძლია წავიდეს იქ იაფად და ხარისხიანად დასასვენებლად. კითხვა: რატომ გადაწყვიტა პუტინმა რუსების დასჯა ქართველების პროტესტისთვის?”, – წერს ნავალნი ტვიტერზე.

რუსი ოპოზიციონერი პუტინს აკრიტიკებს იმის გამო, რომ მან მთავრობას საქართველოდან რუსი ტურისტების გაყვანა დაავალა.

“ადამიანებმა იყიდეს საგზურები, სვამდნენ ღვინოს. და ახლა მათ ეუბნებიან: სასწრაფოდ გაფრინდით, თვითმფრინავები არ იქნება. როგორც შეიძლება ასე ფარასავით მოექცე”, – წერს ნავალნი.

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა მიმდინარე წლის 8 ივლისიდან რუსულ ავიაკომპანიებს დროებით აუკრძალა რუსეთსი ფედერაციიდან საჰაერო გადაყვანები საქართველოს მიმართლებით, მათ შორის, კომერციული ხასიათის.

ვლადიმერ პუტინის შესაბამისი განკარგულება კრემლის ვებგვერდზე გამოქვეყნდა. დოკუმენტში ნათქვამია, რომ აკრძალვის მიზანია ეროვნული უსაფრთხოების უზრუნველყოფა და რუსეთის მოქალაქეების დაცვა.

პუტინმა რუსულ ავიაკომპანიებს საქართველოში ფრენა აუკრძალა

მასალების გადაბეჭდვის წესი