ახალი ამბები

16 ივლისი: გამოვლინდა კორონავირუსის 3 ახალი შემთხვევა

16 ივლისი, 2020 • 1034
16 ივლისი: გამოვლინდა კორონავირუსის 3 ახალი შემთხვევა

სამთავრობო ვებგვერდ  stopcov.ge-ის ინფორმაციით, 16 ივლისის 10:00 საათის მონაცემებით საქართველოში კორონავირუსის 3 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. დღევანდელი მონაცემებით, ბოლო 24 საათში 10-ით არის გაზრდილი გამოჯანმრთელებულთა რიცხვიც.

16 ივლისის სტატისტიკური მონაცემები ასეთია:

  • კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა – 1006;
  • მათ შორის გამოჯანმრთელებული – 883;
  • მათ შორის გარდაცვლილი – 15;
  • კარანტინის რეჟიმში – 5640;
  • სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 244;
  • *უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქეები – 31.

მასალების გადაბეჭდვის წესი